logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: მესამე დოზის დასამატებლად რეგისტრაციას ნუ შეეცდებით, რადგან 24 საათში ვაქცინაციაზე უარყოფით შეტყობინებას მიიღებთ
- +

24 ივლისი. 2021. 18:17

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესს გამოეხმაურა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კულუმბეგოვი განმარტავს, რომ საქართველოში ვაქცინაციისას მესამე დოზის დამატების წესი არ მოქმედებს.

 

„საქართველოში ვაქცინაციის პროტოკოლით მხოლოდ დაშვებულია ერთი და იგივე ვაქცინით ორჯერადი ვაქცინაცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა). აგრეთვე დადგენილი წესების მიხედვით ბუსტერული (მესამე) დოზის დამატების წესი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს.

 

ძალიან დიდი თხოვნაა სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარე ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას, რადგან მაქსიმუმ 24 საათში თქვენ მაინც მოგივათ ვაქცინაციაზე უარყოფის SMS. ყველას გისურვებთ წარმატებას“, - წერს კულუმბეგოვი.

big_banner
არქივი