logo_geo
გიორგი ფხაკაძე: ვინც ჩემი მოწოდებით გაღიზიანებულხართ, მათთვის ვწერ
- +

24 ივლისი. 2021. 22:41

 

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ.

 

მისი თქმით, ანტივაქსერები და ანტივაქსერული მოწოდებები კიდევ უფრო აღრმავებს პანდემიის გამო შექმნილ ეკონომიკურ და ჯანდაცვის კრიზისს, რის გამოც მთავრობა იძულებული ხდება სახელმწიფოში დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს…

 

“ვინც ჩემი მოწოდებით გაღიზიანებულხართ აცრასთან დაკავშირებით და თვლით რომ ვმორალისტობ, არჩევანის თავისუფლებაა და სხვას თუ უნდა აიცრება, თუ უნდა – არა, მათთვის ვწერ.

 

სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციაა, პანდემიაა, ხალხი იღუპება და ჩვენ შეზღუდვებითა და რეგულაციებით გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ან ყველა ერთიანი ძალებით ვამარცხებთ ვირუსს, ვიცრებით ან ვინც სხვადასხვა მიზეზით არ იცრება, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, მუტაციას და შემდეგ დაუსრულებლად გვიწევს იგივე შიშში ცხოვრება.

 

სახელმწიფო იძულებული ხდება გავრცელების შესაჩერებლად დააწესოს რეგულაციები, ჩაკეტოს საზღვარი (ან ღია დატოვოს, მაგრამ მწვავე სიტუაციის, აცრილთა დაბალი პროცენტულობის გამო ტურისტები აღარ შემოვიდნენ), რაც პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას და ჩვენ, ვისაც გვინდა ნორმალურ ყოფაში დაბრუნება, ვინც ვიცრებით, გვიზღუდავს სოციალურის გარდა, უკვე ეკონომიკურ მდგომარეობასაც.

 

ამიტომ ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია ავიცრათ, საზოგადოების ერთიანი კეთილდღეობისთვის.

 

გარჩევა ისწავლეთ ამ სიტუაციაში, რა არის პროპაგანდა, აგიტაცია და მოწოდება და მერე მომწერეთ.

 

არავის გახტებით პირადად, რატომ არ იკეთებთ ვაქცინას-მეთქი და მე თუ ჩემს გვერდზე მოვუწოდებ ხალხს, რომ აი თურმე ცუდი არ ყოფილა ვაქცინა, ამით არავის უფლებას ვარღვევ.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ

 

პს: დარეგისტრირდით ფაიზერზე, გამოიყენეთ ყველგან სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია!” – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

big_banner
არქივი