logo_geo
თიკა ჯამბურია: მერე რა, რომ ცელულიტები მაქვს ან ზედმეტი კილოგრამები…
- +

24 ივლისი. 2021. 22:41

 

მომღერალი თიკა ჯამბურია Instagram-ში საკუთარ ფოტოს აქვეყნებს და მიმდევრებს გამამხნევებელი პოსტით მიმართავს. ის ზედმეტ კილოგრამებზე, ცელულიტზე და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე წერს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ცელულიტი მასაც აქვს, მაგრამ ის თავისი სხეულით კმაყოფილია.

“საიდან იწყება ჰარმონიულო ცხოვრება? ზუსტად იმ მომენტიდან, როდესაც საკუთარ თავს შეხედავ და მიხვდები, რომ ის საუკეთესოა საუკეთესოთა შორის, ერთადერთი და განუმეორებელი.

 

მერე რა, რომ ვიღაცისთვის მე იდეალური არ ვარ, მერე რა, რომ მე ცელულიტები მაქვს ან ზედმეტი კილოგრამები (ესეც ვიღაცისთვის), ჩემი სხეულის მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მან მე ამ დრომდე გამიკეთა და, რაც მთავარია, მაჩუქა ულამაზესი შვილი…

 

მოკლედ, გოგოებო, მოიშორეთ ზედმეტი დარდი. არავინ არის იდეალური, ყველა ინდივიდუალურია და უბრალოდ ისიამოვნეთ და იამაყეთ საკუთარი თავით”. – წერს თიკა ჯამბურია.

 

 

 

big_banner
არქივი