logo_geo
ირმა ხეცურიანი: მედალი მოგვპარეს და ესაა ყველაზე სამწუხარო
- +

25 ივლისი. 2021. 02:12

 

ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოფარიკავეთა შეჯიბრის ნახევარფინალში სანდრო ბაზაძისა და უნგრელ არონ შილაგს შორის მომხდარმა ეპიზოდმა გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

 

მატჩის დასასრულს, როდესაც ანგარიში 13:13 იყო მსაჯმა ქართველი მოფარიკავის საწინააღმდეგოდ უხეში შეცდომა დაუშვა. არბიტრს სანდროსთვის აშკარა ქულა უნდა ჩაეთვალა, რის შემდეგაც ანგარიში 13:14 გახდებოდა და ბაზაძეს ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი დარჩებოდა.

 

თუმცა, ეგვიპტელმა მსაჯმა ქულა მოწინააღმდეგეს მისცა, რამაც ქართველი მოფარიკავის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საბოლოოდ სანდრო 15:13 დამარცხდა.

 

right_banner big_banner
არქივი