logo_geo
როგორ ატარებს დროს ლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად
- +

25 ივლისი. 2021. 03:05

 

38 წლის ლელა მებურიშვილი ბევრისთვის საყვარელი  მსახიობი და ტელეწამყვანია. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ დღეს ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.

 

 

ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. ის ხშირად აქვეყნებს როგორც ოჯახურ, ისე პირად ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. მან დაქორწინების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა და განსხვავებული ვარცხნილობაც მოირგო. სილამაზისა და თავის მოვლის საკუთარი ხრიკების შესახებ ინფორმაციას კი მსახიობი

გამომწერებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ხშირად უზიარებს.

 

 

ამჯერად ლელამ „ინსტაგრამსთორიში“ სახალისო ფოტოები ატვირთა, სადაც ჩანს, რომ შვილთან, ლილიკოსთან ერთად ქმარს მაისური მოუხატა. „კარგად გავერთეთ“ - წერს მსახიობი.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი