logo_geo
ახალგაზრდა გოგოს ემოციური მიმართვა საზოგადოებას
- +

26 ივლისი. 2021. 01:15

 

 

„დედა კოვიდით გარდაიცვალა. 55 წლის ასაკში. 2 თვე საავადმყოფოებში მართლა გმირულად ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. იმდენად მტკივნეული და სულისშემძვრელი იყო ეს 2-თვიანი ტანჯვა მისთვის, ძალიან მიჭირს დეტალებზე საუბარი. ცალკე ბრძოლის ველი გვქონდა ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებიც საშინელ უსუსურობასთან და უიმედობასთან გამკლავებას ვცდილობდით მთელი ეს პერიოდი,“ – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ანი ხარიბეგაშვილი წერს.

 

 

 

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ამ ყველაფერს იმიტომ გიზიარებთ, რომ გითხრათ, თქვენ ამ ჯოჯოხეთის თავიდან არიდება და შეჩერება შეგიძლიათ! ამაზე უარი როგორ უნდა თქვა ადამიანმა?! დაუყოვნებლივ აიცერით და აცერით გარშემო ყველა ახლობელი ნებისმიერი ვაქცინით. არ გადადოთ და არ იყოყმანოთ! დედას აცრამდე 3 დღით ადრე დაუდასტურდა კოვიდი. ვერ მოვასწარით.. საქართველოს სტატისტიკით ორმაგად აცრილ მოქალაქეებში სიკვდილიანობა არ ფიქსირდება! ანუ, 2-ჯერ აცრა რომ მოესწრო, ახლა მე დედა გვერდით მეყოლებოდა.

 

არ ვიცი, ამაზე მკაფიოდ და ნათლად როგორღა დაგარწმუნოთ. საკუთარ, პირად ისტორიას გიზიარებთ, იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან მიმძიმს ახლა ამაზე წერა.

 

ამის მერეც თუ ფიქრობთ, რომ “კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია რა..” ან გგონიათ, აცრა სიკვდილზე უარესს რამეს დაგმართებთ, ხართ ირაციონალური, უგუნური და უპასუხისმგებლო ადამიანი. აღარ არის კორექტულობის და ფერების დრო, რა! აცრა აღარც “პირადი არჩევანი” მგონია, სანამ ამასობაში ხალხი იხოცება გარშემო,“ – წერს ანი ხარიბეგაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი