logo_geo
დავით ზალკალიანი: თანამედროვე საზოგადოებამ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თვალის ჩინივით დავიცვათ ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს
- +

26 ივლისი. 2021. 21:13

 

„საქართველოს ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს ვულოცავ  ამ უდიდეს წარმატებას, ასევე  მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ აღიარების მოსაპოვებლად“, - წერს  ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოში იუნისკოს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი სოციალიურ ქსელ Facebook-ში.

 

მინისტრის განცხადებით, გეოგრაფიული მრავალგვარობა და ბუნებრივი სიმდიდრე ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელსაც  წინაპრები საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

 

„ბუნებრივი მემკვიდრეობა ეს ის სიმდიდრე და ფასეულობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გააცნობიეროს  თავისი როლი მისი მოვლა-პატრონობის საქმეში. ეს მემკვიდრეობა ჩვენ წარსულიდან გვერგო, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირება, ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებამ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თვალის ჩინივით დავიცვათ ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, რაც ქართველისთვის სიწმინდესთანაა გაიგივებული და რაც საკუთარ თავში ჩვენი რწმენის წყაროა“, -წერს დავით ზალკალიანი.

big_banner
არქივი