logo_geo
ირაკლი ლატარია: რაც ახლა ხდება, ჯერ არ მინახავს - ამდენი ინფიცირებული ჩემს ირგვლივ, ბოლო 2 წლის განმავლობაში არ ყოფილა...
- +

29 ივლისი. 2021. 02:27

 

„მსოფლიო სტატისტიკაში ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც გარდაიცვალა და იყო აცრილი...“, - ამის შესახებ ირაკლი ლატარია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

ანალიტიკოსი ყველას აცრისკენ მოუწოდებს.

 

„არავის გაშინებთ, ფაქტს აღვნიშნავ!!!!

ალბათ ჩემებმა ყველამ კარგად იციან, თუ რამდენი ჩემი ახლობელი იყო კოვიდით ინფიცირებული. ისიც კარგად იცით, თუ რამდენი ძალიან სასიყვარულო ადამიანი დავკარგე ამ დამპალი დაავადებით!!

ეს ყველაფერი გავიარე, ღამეები ვათენეთ საავადმყოფოებთან, ჟანგბადის აპარატი მიყიდია ღამის სამ საათზე და ა.შ... მოკლედ, უსაშინლესი პერიოდი გავიარე მე პირადად და რატომ ვსაუბრობ წარსულზე? უფროსწორად როგორ მინდა, რომ მხოლოდ წარსულში დავტოვო ეს ყველაფერი, მაგრამ...

მაგრამ...

რაც ახლა ხდება, ჯერ არ მინახავს, ამდენი ინფიცირებული ჩემს ირგვლივ ბოლო 2 წლის მანძილზე არ ყოფილან..

გთხოვთ, ყველას გემუდარებით, ავიცრათ... მსოფლიო სტატისტიკაში ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც გარდაიცვალა და იყო აცრილი....

აცრით ჩვენ საკუთარი თავის გარდა, სხვის სიცოცხლეს დავიცავთ... რა გჭირთ მეგობრებო, რა ამისთანა უახლობლო ხალხი ხართ, რომ თქვენს ირგვლივ ნუთუ არავის მიხედვა, პატრონობა გვერდში დგომა არ დაგჭირდათ ეს 2 წელი?

მართლა აღარ ვიცი რა ვთქვა, არ მეშინია მე არანაირი კოვიდის, მე საზოგადოების განწყობის მეშინია, რომელიც გაქცევთ უნებლიედ მკვლელად...

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ყველას...

ფეისბუქის მეგობრებს ვნახულობდი ახლა და 22 ადამიანი ბოლო ორ წელშია გარდაცვლილი!!!“, - წერს ანალიტიკოსი.

 

right_banner big_banner
არქივი