logo_geo
ლაშა ბექაურის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს
- +

30 ივლისი. 2021. 17:46

 

 

„ჩემი გული აამზიანა და დიდი სიხარულით შეცვალა. მადლობა, დედი, ამისთვის, ყველაფრისათვის! გილოცავ, დედი, მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ, ქართველებო,“ – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონიs ლაშა ბექაურის დედა სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა უფალს, დიდი სიხარულისთვის, ყველა ადამიანს, სრულიად საქართველოს, შოკისმომგვრელი სიხარულისთვის, lasha bekauri-მა მეგონა, გააერთიანა: ერი, ბერი, არავის ახსოვდა კონფლიქტები, პოლიტიკა, ყველა ქომაგობდა, უყურებდა და ბოლოს დიდმა სიხარულმა მოიცვა მთელი საქართველო… ჩემი ამბიცია ცხოვრებაში, ადამიანების ურთიერთგაგება, გატანა, მხარდაჭერა, სიყვარულია!!! არაფერი გვიშლის ხელს, გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებს! ერთ მუშტად შეგვკრას დიდმა სიხარულმა(როგორც ვიცით ხოლმე)!

 

მადლობა, ადამიანებო, ჯერ ისევ სიხარულით გამოწვეული შოკი მაქვს! არადა, დიდ ტკივილს, მოუშუშებელს დავატარებდი გულით, გულით, რომელი გულიც, ლაშას ბიძამ, ჩემმა ძმამ წაიღო. ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა! ჩემი გული აამზიანა და დიდი სიხარულით შეცვალა. მადლობა, დედი, ამისთვის, ყველაფრისათვის! გილოცავ, დედი, მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ, ქართველებო“, – წერს ვიკა წიკლაური.

 

 

big_banner
არქივი