logo_geo
ლალი მოროშკინა: მე მეამაყება ჩემი 75% ქართული გენი!
- +

1 აგვისტო. 2021. 16:57

 

 

ავსტრალიელი ქალის მკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ  ზოგიერთი მომხმარებლის პოსტებს, რომ რცხვენიათ ქართველობის და საქართველო უცხოელებისთვის საშიში ქვეყანა გახდა, პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა ეხმიანება.

 

„რა სამწუხაროა, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში არავინ არ ფიქრობს, კონკრეტულ პირებს მიზანმიმართულ პროვოკაციაში, ღირსების და ავტორიტეტის შელახვაში, ბოლო-ბოლო დესტრუქციულ ქმედებაში დასდოს ბრალი!

 

ადვოკატი თუ არ გყავთ, მომმართეთ და გადაგამისამართებთ!!!!

 

სირცხვილია!

 

ქვეყნის წინააღმდეგ ამდენს აბედინებდეთ მავანთ და თქვენ კრავთა დუმილის პოზიციას ირჩევდეთ!!!

 

გამოიღვიძეთ!

 

მე მეამაყება ჩემი 75% ქართული გენი!“ - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

right_banner big_banner
არქივი