logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: მე ვერ მოვიქცევი აკაკი ასათიანივით ან გოგი ხოშტარიასავით. მე უნდა მოვიქცე გურამ პეტრიაშვილივით!
- +

1 აგვისტო. 2021. 17:26

 

 

მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებულ „ლიტერას“ კონკურსის ჟიურის წევრი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე კონკურსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დამირეკა ბატონმა გურამ პეტრიაშვილმა: კონკურსიდან ჩემი წიგნის მოხსნა ჩემთან არავის შეუთანხმებიაო.

 

ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ბევრია.

 

საინტერესოა, ბატონ ვახტანგსა და ბატონ ბესიკს თუ შეუთანხმეს?

***

ესეც უნდა ვთქვა:

ბატონმა გურამმა მითხრა,  მე კი ვიცი, ჟიურის დანარჩენ წევრებს გადამრავლებულებს რომ სჯობიხარ, მაგრამ  ესენი ყველაფერს იკადრებენ და ჩირქი რომ არ მოგცხონ, ჟიურის ხომ არ დატოვებო.

 

დიდ მეზღაპრეს ეპატიება დიდი გულუბრყვილობა.

 

ჩემი პასუხი:

„ბატონო გურამ, მე ვერ მოვიქცევი აკაკი ასათიანივით ან გოგი ხოშტარიასავით. მე უნდა მოვიქცე გურამ პეტრიაშვილივით!“

***

მისი პასუხი:

„მართალი ხარ. მე შემეშალა. ვერ გავითვალისწინე თეას ფაქტორი. ის ხომ ნამდვილი სვანია. შენ უნდა მოიქცე ისე, როგორც იქცევი“, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

big_banner
არქივი