logo_geo
გუგა სამხარაძე: იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ ...ეს მე მეხება
- +

1 აგვისტო. 2021. 21:19

 

 

ისტორიკოსი, გუგა სამხარაძე სოციალურ ქსელში ხუმრობანარევ ისტორიას ჰყვება და წერს :

 

 

„იდიოტს  რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ ...ეს მე მეხება. 15 სართულიან კორპუსში ვცხოვრობ, მე -15 სართულზე. ლიფტში 10 თეთრიანი უნდა ჩააგდო. ერთი 10 თეთრიანი მქონდა. ლიფტის მოლოდინში ჩემსავით მდგარმა ერთმა ქალბატონმა აიჩემა - ჩემმა ახლობელმა აიცრა და მასში ჩადგმული ჩიპი ხურდა ფულს "იკრავსო" (ეტყობა, სადღაც წაიკითხა ეს სისულელე). ვუთხარი - რას ბრძანებთ, ქალბატონო -მეთქი, გუშინწინ ავიცერი და აჰა - მეთქი. დავაძვრე ლიფტისთვის განსაზღვრული 10 თეთრიანი, მკლავზე მივიდე, ხელი გავუშვი და ... 10 თეთრიანი გაგორდა და ... ვეღარ ვიპოვე. ახლა დავრბივარ მაღაზიებში და ვიხვეწები, 1ლარიანი ისე დამიხურდავეთ, 10 თეთრიანი ერიოს -მეთქი. აბა, ნაინსულტარი კაცისთვის, პროდუქტით სავსე ორი პარკით მე - 15 სართულზე ასვლა, როგორია?  მოგიტ..ანთ ჩიპების მითი და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან, თქვენ რომ გყვებით, თქვე ბნელებო. ახია ჩემზე ...“ - წერს ისტორიკოსი.

 

 

right_banner big_banner
არქივი