logo_geo
ანი ჯაბაური: ბრავო, კონსტანტინე გამსახურდია, ასეთი შვილების გაზრდისთვის!..
- +

5 აგვისტო. 2021. 13:11

 

 

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანი ჯაბაური ცოტნეს ძმიშვილთან, დემეტრე გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ის საქართველოში ორი მიზეზით ჩამოვიდა, კონცერტის გასამართად და მონატრებული ბიძის მოსანახულებლად:

 

„ხელოვნება არის თავისუფლების სივრცე. სადაც წყდება ხელოვნება, იქ მთავრდება თავისუფლებაც – ამბობს და პანდემიის პირობებში, საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარისხის გაზრდაში საკუთარი წვლილის შესატანად შვეიცარიიდან ჩამოდის კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტი ძალიან წარმატებულია – კიდევ ერთხელ ატყვევებს დარბაზს საკუთარი კომპოზიციების საოცარი შესრულებით.

 

თუმცა…  ერთი მთავარი მიზეზი კიდევ აქვს მის საქართველოში დაბრუნებას, რომელსაც საჯაროდ არ ახმოვანებს (ასეა – იმის შესახებ მეტად გიჭირს ლაპარაკი, რაც ძალიან გტკივა) – მონატრებულ ბიძასთან უნდა ყოფნა.

 

თბილი, ზრდილი, ღრმა სულიერებისა და შინაგანი კულტურის, უნიჭიერესი, მზრუნველი და ყურადღებიანი – ასეთია ჩვენი დემეტრე გამსახურდია, ევროპელი ქართველი, საუკეთესო გაგებით.

 

ბრავო, კონსტანტინე გამსახურდია, ასეთი შვილების გაზრდისთვის. ძნელი სათქმელია, რომელი რომელს სჯობს“, - წერს ანა ჯაბაური.

 

 

big_banner
არქივი