logo_geo
გარდაიცვალა გენერალი თემურ ხევსურიანი
- +

6 აგვისტო. 2021. 15:18

 

 

გენერალ-მაიორი ზურაბ ერქვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„გარდაიცვალა გენერალი თემურ ხევსურიანი.

 

ღრმა მწუხარებით გაუწყებთ უშიშროების გენერალ–მაიორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, საქართველოს შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის თემურ ამბაკოს ძე ხევსურიანის გარდაცვალებას.

 

მისთვის სიცოცხლის უმთავრესი საზრუნავი საქართველო, მისი ამორძალი აფხაზეთი იყო. პროფესიონალმა გენერალმა დიდი და რთული გზებით იარა. იარა კაცურად, იარა ამაყად, იარა უღალატოდ, იარა თავდადებულად…

 

ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ლესიჭინელებს, მეგობრებს, კოლეგებს, ყველას, ვინც იცნობდა ამ ღირსეულ მამულიშვილს.

 

ნათელი სანთელი მის სულს.

 

გენერალ–მაიორი ზურაბ ერქვანია“.

 

 

 

big_banner
არქივი