logo_geo
მაია კახიძე: ბატონი კოტე იყო ადამიანი-ენციკლოპედია... მისი დარი არც მეგულება არავინ...
- +

13 აგვისტო. 2021. 11:22

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„აგვისტოში ყოველთვის მოგონებების დიდი ჭია მსტუმრობს ხოლმე...

 

და მეც ამ პერიოდს ყოველთვის გამორჩეული სიფრთხილით და სიყვარულით ვეკიდები, წარსულს და მოგონებებს კი - განაკუთრებული მღელვარებით.

 

ჰოდა, აი, ვიწყებ ფოტოამბავით.

 

ეს ფოტო ზუსტად ერთი თვით ადრე გადავიღეთ მე და ბატონმა კოტემ ფიქრის გორაზე, პირველ სართულზე. ახლოვდებოდა მისი 75 წლის იუბილე და მეც ამ ამბავთან დაკავშირებით ვესტუმრე. ჰოი, საოცრება, ჩაქრა შუქი და სანთლის შუქზე, ჩემს სიცოცხლეში პირველი ინტერვიუ სწორედ ბატონ კოტესთან მქონდა.

 

იცინოდა, - რომანტიკამ მოგვაკითხაო...

 

ძალიან მიყვარდა მასთან საუბარი, ის იყო ადამიანი-ენციკლოპედია. იმდენ რამეს გასწავლიდა, თუნდაც ინტერვიუს დროს, რომ ეს მართლაც დიდი სკოლა იყო. ქალბატონი სოფიკო „საგარეო საქმეთა მინისტრს“ ეძახდა: ჭიქა წყალს არ დაისხამს თვითონ, სამაგიეროდ, ამის მოუგვარებელი არაფერიაო...

 

გული, რასაკვირველია, ძალიან მწყდება, ასეთი შეუდარებელი ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან რომ წავიდნენ, მაგრამ ბედნიერიც ვარ, სწორედ ისინი რომ დარჩნენ ჩემს გულში, მეხსიერებაში, პროფესიაში და ურთიერთობაში...

 

როგორც შემეძლო, პატივი მივაგე მის ხსოვნას, რადგან ის ჩემთვის გამორჩეული რესპონდენტი იყო, მასზე ჩემს წიგნში „ფეხბურთზე მეტი“, საკუთარი წერილებიც დავბეჭდე და სხვა უამრავი მოგონებაც.

 

ბატონი კოტე მახარაძე მართლაც ასეთი იყო. მისი დარი არც მეგულება არავინ... ღმერთმა გაანათლოს...“ - წერს მაია კახიძე.

 

 

big_banner
არქივი