logo_geo
ლაშა მესხი: მადლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ გმირის სახელი უკვდავყო!
- +

13 აგვისტო. 2021. 11:23

 

 

„40 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა. მარადიული ხსოვნა შოთა ქარსელაძის სახელს! მადლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ გმირის სახელი უკვდავყო,“ - ამის შესახებ უფლებადამცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში წერს:

 

„უმაგრესი ამბავი!

 

ჩვენი ძმა შოთა ქარსელაძე, რომელმაც 14 წლის გოგონა მტკვარში სიკვდილს გადაარჩინა, პრეზიდენტის ბრძანებით სამოქალაქო გმირის ორდენით დაჯილდოვდა!

 

40 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა. მარადიული ხსოვნა შოთა ქარსელაძის სახელს!

 

მადლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ გმირის სახელი უკვდავყო.

 

მადლობა ქალბატონ მარინას გმირი შვილის გაზრდისთვის.

 

გმირები არ კვდებიან!!! - წერს ლაშა მესხი.

 

 

big_banner
არქივი