logo_geo
მამუკა ჩხაიძე – „სტუდია 9“-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი, არაერთი საერთაშორისო არქიტექტურული პრემიების ლაურეატი გახდა
- +

15 აგვისტო. 2021. 12:30

 

 

კომპანია „სტუდია 9“ ცნობილი არქიტექტორისა და ამავე კომპანიის დამფუძნებლის მამუკა ჩხაიძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მამუკა ჩხაიძე - „სტუდია 9“-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი.

მამუკა ჩხაიძე არის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განხორციელებული ასზე მეტი პროექტის, მათ შორის მსხვილი ქალაქების ცენტრების დეტალური დაგეგმარების ავტორი; საერთაშორისო არქიტექტურული პრემიების ლაურეატი; იუნესკოს პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პრემია რესპუბლიკის კონკურსზე - წლის საუკეთესო ნაგებობა; ასევე არაერთი საერთაშორისო პრემია. 2021 წელს მისი საავტორო პროექტი რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია ევროკავშირის მის ვან დერ როეს პრიზზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„სტუდია 9“-ის ფეისბუქის გვერდზე უამრავი საინტერესო ესკიზური პროექტები ქვეყნდება, რომლის ავტორიც უმეტესწილად, ამავე კომპანიის მთავარი არქიტექტორი – მამუკა ჩხაიძეა. ის ყველა მის წარმატებას, იმ ახალგაზრდა გუნდს უმადლის, რომელიც „სტუდია 9“-ში მუშაობს და რომლებიც ამავე ფოტოზე არიან წარმოდგენილნი.

გაიცანით „სტუდია 9“-ის გუნდი
ახალგაზრდული ენერგია – უფროსი თაობის პროფესიონალიზმთან და მდიდარ გამოცდილებასთან ერთად, ქმნის „სტუდია 9“-ის წარმატებულ ისტორიას.

 

 

right_banner big_banner
არქივი