logo_geo
ირაკლი ლატარია: კუზიანს სამარე კი გამოასწორებს, მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილს ეს ანდაზა არ ეხება...
- +

18 აგვისტო. 2021. 12:17

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ცნობილი ქართველი „ტრუპოфილი“, უკრაინის მთავარი „რეფორმატორი“ ახალ სკანდალში ეხვევა. 2016 წლის 26 აგვისტოს, ოდესის ოლქის სოფ. ლოშინოვკაში სასტიკად იქნა მოკლული 8 წლის გოგონა, ანგელინა მოისეენკო. ცხელ კვალზე დააკავეს გოგონას მამინაცვლის მეგობარი, მიხეილ ჩებოტარი.

 

მიუხედავად ამისა, საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკვე მეხუთე წელია და სულ ცოტა ხნის წინ თავდაყირა დადგა. მიხეილ ჩებოტარმა მისცა ჩვენება, რომ 2016 წელს მკვლელობის ჩადენის აღიარება მას წამებით აიძულა გია ლორთქიფანიძემ, იმდროინდელმა ოდესის პოლიციის ხელმძღვანელმა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, იმდროინდელი ოდესის ოლქის გუბერნატორის.

 

ახალი გარემოებებით დადგინდა, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში, მიხეილ ჩებოტარს ჰქონდა უტყუარი ალიბი და ის ფიზიკურად ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჩებოტარი ეროვნებით ბოშაა და წამების ქვეშ მიცემულმა აღიარებამ გამოიწვია შემდგომში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ახლომდებარე ბოშათა ბანაკის სასტიკი დარბევა, რა დროსაც დაზარალდნენ უდანაშაულო ადამიანები. კუზიანს სამარე კი გამოასწორებს, მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილს ეს ანდაზა არ ეხება...“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი