logo_geo
ჯაბა ხუბუა: ის მკვლელი არ არის, ის ჩემპიონია!
- +

18 აგვისტო. 2021. 19:45

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ის მკვლელი არ არის, ის ჩემპიონია!

 

17 წლის წინათ, ზუსტად დღევანდელ დღეს, მთელ საქართველოს სიხარულისა და სიამაყის ცრემლი სდიოდა, რადგან ათენის ოლიმპიადის უმაღლეს კვარცხლბეკზე დადგა ზურაბ ზვიადაური - პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

 

დღეს, 17 წლის შემდეგ, მთელ საქართველოს ისევ ზურაბ ზვიადაურის გამო სდის ცრემლი, ოღონდ უკვე წუხილისა და შეღონებისა, რადგან ლეგენდარული სპორტსმენი, ისტორიის დამწერი კაცი ციხეში ზის, ოჯახში კი ძმის ცხედარი უსვენია.

 

ზურაბ ზვიადაურმა საკუთარი ძმის მკვლელი მოკლა მაშინ, როცა ცდილობდა, ძმის, მეგობრისა და საკუთარი სიცოცხლე დაეცვა!

 

ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია!

 

ზვიადაური მკვლელი არ არის, ის ჩემპიონია!“ - წერს ხუბუა.

 

 

right_banner big_banner
არქივი