logo_geo
მღვდელმონაზონი იერონიმე: ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე აიცრა!
- +

19 აგვისტო. 2021. 00:36

 

 

„დღეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer) პირველი დოზით აიცრა ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე)“, – ამის შესახებ მამა იერონიმე სოციალურ ქსელში წერს.

 

„დედა ელენე გახლავთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დიდ სქემოსანი მონაზონი. დედა ელენეს რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და თავს შესანიშნავად გრძნობს! დიდება უფალს და მადლობა მედიკოსებს ყველაფრისთვის!“, – ვკითხულობთ ბერის პოსტში.

 

 

ცნობისთვის, საბერძნეთში მცხოვრები მღვდელმონაზონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თავადაც აიცრა. „მადლობა უფალს კაცობრიობაზე მეცნიერების მონიჭებისათვის!“ – განაცხადა ბერმა.

 

 

 

big_banner
არქივი