თაკო დოლაბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ივენთმენეჯერმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„კოვიდ-დადებითი ვარ, მაგრამ კარგად ვარ. აიცერით“, – დაწერა მან ფეისბუკის პირად გვერდზე.
ცნობისთვის, დოლაბერიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 მაისს გაიკეთა. მანამდე განაცხადა, რომ სამსახურში არ მიიღებს არცერთ თანამშრომელს, რომელსაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული.