logo_geo
ირმა ინაშვილი: პატრიოტთა ალიანსის წევრებს და მხარდამჭერებს!
- +

20 აგვისტო. 2021. 23:20

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„პატრიოტთა ალიანსის წევრებს და მხარდამჭერებს!

თქვენ ხართ იმ პარტიის წევრები და მხარდამჭერები, რომელსაც არასდროს უღალატია ქვეყნისა და ხალხისათვის. პირიქით, ყოველთვის და ყველგან ვიყავით იქ, სადაც საქართველოს უჭირდა. მომავალშიც ასე იქნება!  მოგეხსენებათ,  უმძიმესი ეპიდვითარების პირობებში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენს პარტიას "ქართულმა ოცნებამ" სამარცხვინოდ წაართვა საარჩევნო კომისიის წევრები. ერთი პარტიისთვის შეცვალეს კანონმდებლობა.  ყველა ბერკეტს იყენებენ, რომ თითოეულ თქვენგანს დაეკარგოს რწმენა და მოტივაცია, მაგრამ სწორედ ამ ვითარებაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ პატრიოტთა ალიანსი აგრძელებს ბრძოლას და ვმონაწილეობთ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით. მახარებს ახალგაზრდების აქტიურობა! მახარებს ახალი ადამიანების შემომატება! სექტემბერში ყველა კანდიდატს საჯაროდ წარვადგენთ. ისინი წესიერი, მცოდნე, ერთგული ადამიანები არიან. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. წყალნი მიდიან. ქვიშანი რჩებიან!!! ყველას მოგიწოდებთ: იყავით მხნედ! იყავით აქტიურნი! იყავით მებრძოლნი! თქვენ ყველაზე მართალი, ყველაზე ქართული პარტიის გუნდი ხართ!“.- წერს ირმა ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი