logo_geo
მარინა ყიფიანი: წლების წინ მძიმე სენი დაამარცხე, დღეს კი კოვიდმა გიმსხვერპლა
- +

22 აგვისტო. 2021. 13:29

 

 

საქართველოს მწერალთა კავშირის და აკადემიის წევრი, პოეტი მარინა ყიფიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი დაღუპული პოეტის მეგობარი ქალბატონია.

 

მარინა ყიფიანის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე ხნის წინ, სიმსივნე დაამარცხა, თუმცა კოვიდმა იმსვერპლა.

 

„სული მეწვის, ჩემო ლია, არ მინდა, დავიჯერო, რა დაუნდობელია ცხოვრება, წლების წინ მძიმე სენი დაამარცხე, დღეს კი კოვიდმა გიმსხვერპლა.

 

უკვე მერამდენე ადამიანს ვკარგავ ჩემ სანაცნობოში და სამეგობროში.

 

ღმერთო, ეს რა ვერაგი მტერი ტრიალებს ჩვენს გარშემო. ნათელი შენს ხსოვნას, ვუსამძიმრებ ოჯახს“, – წერს მარინა ყიფიანი.

 

ის იქვე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო და ერთმანეთი სალონიკში გაიცნეს.

 

 

right_banner big_banner
არქივი