logo_geo
მიხეილ ზაქარიაშვილი: ჟურნალისტებო, ნუთუ ერთი სიმღერაც არ დამიწერია თქვენი მოსაწონი? ნუთუ არ დავიმსახურე თქვენი ყურადღება?
- +

23 აგვისტო. 2021. 23:27

 

 

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი ქართულ მედიას მიმართავს და გულისტკივილს გამოხატავს, რომ არავის გახსენებია მისი იუბილე და ერთი სიუჟეტიც კი არ გაკეთებულა ამის შესახებ:

 

“ნუთუ ერთი სიმღერაც არ დამიწერია ჟურნალისტებო თქვენი მოსაწონი? ნუთუ 16 წარმოდგენიდან ერთი სპეკტაკლიც არ მოგწონებიათ ჩემი მუსიკალური გაფორმებით? ნუთუ არ დავიმსახურე თქვენი ყურადღება ამდენი მოღვაწეობის მერე? 55 წლის იუბილე მაქვს და ვიღაცეებზე აკეთებთ სიუჟეტებს, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ და გაუკეთებიათ! ვიცი ჩემები მეჩხუბებიან რატო წერ ეგეთ სტატუსებს ვისი რა სახვეწარი გაქვსო, მაგრამ მათ არ იციან რამხელა მნიშვნელობა აქვს ხელოვანისთვის ყურადღებას,უნდა შემაქონ რომ მომცენ სტიმული კიდევ და კიდევ უფრო ბევრი ვაკეთო ჩემი ხალხისთვის, კი არ მაქვს სახვეწარი, მაგრამ უბრალოდ ადამიანურად მწყინს!

 

ალბათ ხალხი გამიგებს, რამდენი რამე გავაკეთე და წყალში მიყრიან ეს მაფიოზები, მაგრამ მოვა, როცა იქნება ეროვნული ჩემი ხელისუფლება და სიკვდილის მერე მაინც გაარჩევენ ხალხის საყვარელ მუსიკას და ცოტათი მაინც დამაფასებენ! ერთი სიმღერა მაქვს და ნანა ცინცაძის ლექსზეა ,,სული თუ ცაში დაფრინავს ხორცს რაღად უნდა იები”,ხოდა დაველოდები იებს სიკვდილის მერე ჩემს საფლავთან, როგორც ეს ქართველებს სჩვევიათ.“- წერს მიხეილ ზაქარიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი