logo_geo
გიორგი ფხაკაძე: მთლიანი ლოკდაუნია საჭირო
- +

24 აგვისტო. 2021. 02:58

 

 

„ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ფხაკაძე კომპეტენტურ პირებს აუცილებლად გასათვალისწინებელ რეგულაციებს ახსენებს:

 

„ვაქცინაცია „ფაიზერით“ 12 წლის ასაკიდან.

 

ბუსტერი („ფაიზერის“ მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის.

 

სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში).

 

ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა.

 

კომენდანტის საათი 20:00- 6:00 (ისე ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის თქმას, ჩემს გარდა).

 

სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე.

 

კოვიდ საშვების ამოქმედება.

 

ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.

 

ისე, აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან. ყველა „არგამოყენებული“ რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დროებით მართვაში 2 თვით. ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება ეს შესაძლებელია“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

 

 

big_banner
არქივი