logo_geo
უშანგი რუხაძე: სამწუხაროა, რომ მამუკა ფანცულაია ვერ მოესწრო შვილის გამოძახებას ნაკრებში
- +

24 აგვისტო. 2021. 21:57

 

 

ცნობილი ფეხბურთეის მამუკა ფანცულაიას შვილი, გიორგი ფანცულაია საქართველოს ნაკრების საფეხბურთო გუნდში გამოიძახეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი უშანგი რუხაძე წერს:

 

„საქართველოს საფეხბურთო ნაკრების არსებობის ისტორიაში სულ რამდენიმეჯერ მომხდარა, რომ ნაკრების მაისური მამას და შვილს მოერგოს, აქამდე სულ ასეთი 5 ფაქტი იყო: ოთარ და ლევან კორღალიძეები, კახა და ნიკა კაჭარავები, კახი და ბაჩანა ცხადაძეები, გია და სანდრო გურულები და რეზო და ვატო არველაძეები, მათ შორის მამა-შვილ კაჭარავებს, გურულებს და არველაძეებს გოლებიც აქვთ გატანილი. სიმართლე უნდა ითქვას, რომ 1992 წლამდე ნაკრების ჩატარებული მატჩები ფიფას და უეფას აღიარებული არ აქვთ, ამ ორგანიზაციების წევრები სწორედ 1992 წელს გავხდით. თუმცა ეროვნული ნაკრების პირველ მატჩად 1990 წელს ლიეტუვასთან გამართული ამხანაგური მატჩი მიიჩნევა და სწორედ პირველი მატჩის მონაწილე ფეხბურთელის შვილის დებიუტი შესაძლოა შედგეს 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილ მატჩებში, საუბარია გიორგი ფანცულაიაზე რომელიც 80-იანების მეორე ნახევრის თბილისის დინამოს ვარსკლავის მამუკა ფანცულაიას ვაჟია. მამუკა ფანცულაიამ ნაკრების პირველი მატჩი ლიეტუვასთან სასტარტოში დაიწყო და სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო შვილის პირველ გამოძახებას ნაკრებში“, - წერს უშანგი რუხაძე.

 

 

big_banner
არქივი