logo_geo
გოგა ჩანადირი: ქართული საფეხბურთო კლუბები არათუ ჯგუფურ გათამაშებაში ხვდებიან, პირველ ეტაპებსაც კი ვერ გადიან
- +

30 აგვისტო. 2021. 15:50

 

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქართული ფეხბურთის დაფინანსების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ქართული საფეხბურთო კლუბები არათუ ჯგუფურ გათამაშებაში ხვდებიან, პირველ ეტაპებსაც კი ვერ გადიან. ეს მაშინ, როდესაც ესტონეთის, გიბრალტარის, სომხეთის, მოლდოვას გუნდებმა წელს შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.

 

„ცოტა ცივი გონებით ვწერ, ბრაზმა გადამიაროს-მეთქი. ვერაფრით ამოვხსენი, სახელმწიფო მილიონებს რისთვის ხარჯავს საკლუბო ფეხბურთში, თუ ევროშედეგები დაფინანსებამდეც კი უარესია? ქართული საფეხბურთო კლუბები არათუ ჯგუფურ გათამაშებაში ხვდებიან, პირველ ეტაპებსაც კი ვერ გადიან. ეს მაშინ, როდესაც ესტონეთის, გიბრალტარის, სომხეთის, მოლდოვას გუნდებმა წელს შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. ყველა ჩვენზე პატარა ქვეყანაა. ჩვენი ზომის ქვეყნების შედეგებზე აღარაფერს ვამბობ. რა გახდა სწორი საკლუბო პოლიტიკის წარმართვა? რა გახდა ბიუჯეტის ფულის უფრო მიზნობრივი გამოყენება, მაგალითად ინფრასტრუქტურის, გადამზადებისა და ბავშვთა ფეხბურთის პროგრამებში? არ ვემხრობი ჩემი გადასახადების წყალში გადაყრას, არ ვემხრობი მახინჯურად ფულის დახარჯვას, რომელიც ძირითადად ხელფასებს ხმარდება, რომელიც აზარმაცებს კლუბების მფლობელებს ან აქვეითებს უკეთესი გუნდების შექმნის მოტივაციას. გარანტირებული, მუქთა დაფინანსების დროს შრომა-თამაში ვისღა უნდა? ხო და, რომ არავის უნდა, შედეგიც ამიტომ არ არის. ნუ დააბრალებთ ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას - ჯერ ერთი, ეს კლუბებზე ამ მილიონებიანი დაფინანსების გამი, არ აისახება და მეორეც, არანაკლები რთული მდგომარეობაა სომხეთსა და მოლდოვაში, რომელთა კლუბები ევროპაში ქართულზე უკეთესად ასპარეზობენ. შარშანდელი და შარშანწინდელი ევროსირცხვილი არ გავითვალისწინეთ წლევანდელისგან მაინც გამოვიტანოთ დასკვნები", - წერს გოგა ჩანადირი.

right_banner big_banner
არქივი