logo_geo
ზაზა წერეთელი: ამ ადამიანს განუვითარდა ვირუსი 20 მუტაციით
- +

31 აგვისტო. 2021. 12:47

 

 

 

,,ახალი მუტაციის გამოჩენამ სამხრეთ აფრიკაში შეიძლება ისევ აალაპარაკოს ანტივაქსერები და მათი მომხრე ქართველი „ინფექციონისტი“, რომ ვაქცინაციაა მთავარი პრობლემა ამ შტამების უკან. ამიტომ რამდენიმე განმარტება, სანამ ისინი საფუძველსმოკლებულ აჟიოტაჟს ატეხავენ”,– ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი წერს.

 

ის დამატებით განმარტებას აკეთებს ახალ შტამზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა.

 

„ახალი მუტაციის გაჩენისათვის ინფიცირების ხანგრძლივობას აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც უფრო დიდხანს გრძელდება და რჩება ვირუსი ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო მეტი დრო აქვს მას, შეისწავლოს, მოახდინოს ადაპტაცია და გამოიმუშავოს ახალი ვარიანტი, რომელიც გვერდს აუვლის ადამიანის დაცვას. ამის ერთ-ერთი მაგალითია შემთხვევა, რომელიც აღწერილა ბოსტონში, ერთ იმუნოკომპრომისულ მამაკაცთან, რომელიც იყო ინფექციური 155 დღის განმავლობაში და ამ დროს განუვითარდა ვირუსი 20 მუტაციით! ამიტომაც არის ვაქცინები ამ შანსის შესამცირებლად. ვაქცინები ამცირებენ როგორც დაინფიცირების რისკს, ასევე ინფექციის დროს! ამრიგად, ვარიანტების ნაკლები რისკია, თუ ადამიანი ვაქცინირებულია.

 

კორონავირუსის შეუფერხებელი გავრცელება არის ის, რაც ვირუსს აძლევს უფრო მეტ შანსს, იყოს ადამიანის სხეულში და ისწავლოს ადაპტირება იმ სხეულის წინააღმდეგ, რომელსაც არ აქვს მზად იმუნიტეტი. კორონავირუსის შეუფერხებელ გავრცელებას კი ხელს უწყობს აუცრელობა!

 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს ახალ მოულოდნელ ვარიანტებს, ხშირად არის იმუნოკომპრომისული ადამიანი, რომელიც ვერ ებრძვის ვირუსს სწრაფად და აძლევს მას საშუალებას, დარჩეს მათ სხეულში ხანგრძლივი დროის განმავლობაში და შესაბამისად შეისწავლოს ადამიანის ორგანიზმი და მოახდინოს ახალი ვარიანტის ჩამოყალიბება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და გადაწყდა, რომ ასეთ ადამიანებს ბუსტერ-დოზები გაუკეთდეს.

 

თუ დავაკვირდებით. დელტა მოვიდა ინდოეთიდან (ძალიან დაბალი ვაქცინაციის მოცვით, მაგრამ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებით) და ასევე #C12 სამხრეთ აფრიკიდან, რომელსაც ასევე აქვს ძალიან დაბალი 8% სრულად ვაქცინირებული მაჩვენებელი, მაგრამ ინფიცირების დიდი ტალღები. როგორც ხედავთ, ეს ახალი ვარიანტები მოვიდა დაბალი ვაქცინაციის მოცვის ქვეყნებიდან!!.

 

ასე რომ, აუცილებელია აცრები და აუცილებელია, რომ ყველა აიცრას მთელ მსოფლიოში და არა მარტო რამდენიმე განყენებულ ქვეყნებში. მარტივი მეცნიერებაა! რაც უფრო მაღალია გადაცემა/ინფექცია, მით უფრო სავარაუდოა ახალი მუტაციების წარმოქმნა. ვირუსის გადაცემას/ინფექციას კი ვაქცინაცია ამცირებს!“ – წერს წერეთელი.

 

right_banner big_banner
არქივი