logo_geo
გიორგი ფხაკაძე: მსოფლიოს 40-დღიანი კარანტინი სჭირდება
- +

31 აგვისტო. 2021. 14:12

 

 

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენას ეხმაურება. ფაქტს ძალიან ცუდს უწოდებს და ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი მსოფლიოს 40-დღიანი კარანტინია.

 

„C.1.2 ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკიდან – დავიღალე, რა… ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, ძალიან. ესაა მიზეზი, თუ რატომ ვიყავი ეს 2 დღე ძალიან ცუდ ხასიათზე … 2-3 კვირაში დამატებითი ინფორმაცია გვექნება, მაგრამ, უკვე ათამდე ქვეყანაში გავრცელდა ეს ვერაგი ვარიანტი. მსოფლიოს 40 დღიანი კარანტინი სჭირდება…. მაგრამ …

 

სანამ ფაიზერი“ არის ქვეყანაში, აიცერით და, ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინით, მე-2 დოზიდან 3-5 თვეში, ფაიზერის მე-3 დოზა უნდა იქნას შეთავაზებული და ფაიზერის მე-2 დოზიდან 6-8 თვეში კი– მე-3 დოზა

 

გეყოთ სისულელეების ლაპარაკი და წერა, არ დაიღალეთ?! ეს ეხება ჩემს არავაქცინირებულ კოლეგებს და იმ კოლეგებს, ვინც ანტივაქსერების სექტის მომხრე/მხარდამჭერია (ღია/შეფარული)და კიდევ, ექიმი, რომელიც იძახის, მე არავის მხარეს (ვაქცინებზეა საუბარი) არ ვარ, საერთოდ ვინ არის?! თუ ექიმბაში ხართ, მაშინ ქალბატონ თინას ასისტენტად წადით (თუ მიგიღებთ)

 

ქართული სამედიცინო საზოგადოება ვაქცინაციასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთსულოვანი, ოპერატიული და ერთიანი. ჯანდაცვის სამინისტრო არის ზედმეტად ლიბერალური და რბილი ამ საკითხში. მთავრობას კი ვურჩევ, თავის ქების რეჟიმიდან გამოვიდნენ და ვაქცინაციის საქმეს უფრო ინტენსიურად მიხედონ. დასაკარგი დრო არ არის, რამდენჯერაც არ მომისმინეს, წააგეს…“ – წერს ფხაკაძე.

 

big_banner
არქივი