კლინიკა "გიდმედი" სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"დღეს გიდმედისთვის უმძიმესი დღეა! ჩვენმა დიდმა ოჯახმა დაკარგა უხუცესი, უთბილესი და ყველასათვის საყვარელი ქირურგი "ივანიჩი", - გივი ყაჭიური.
უდიდესი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისათვის ეს საოცარი ადამიანი, რომლის მსგავსიც იშვიათია. ოჯახს ვუსამძიმრებთ დიდი გულისტკივილით. ღმერთმა გაანათლოს მისი კეთილი და სუფთა სული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.