logo_geo
ქირურგი გივი ყაჭიური გარდაიცვალა
- +

14 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

კლინიკა "გიდმედი" სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

 

 

"დღეს გიდმედისთვის უმძიმესი დღეა! ჩვენმა დიდმა ოჯახმა დაკარგა უხუცესი, უთბილესი და ყველასათვის საყვარელი ქირურგი "ივანიჩი", - გივი ყაჭიური.

 

უდიდესი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისათვის ეს საოცარი ადამიანი, რომლის მსგავსიც იშვიათია. ოჯახს ვუსამძიმრებთ დიდი გულისტკივილით. ღმერთმა გაანათლოს მისი კეთილი და სუფთა სული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი