logo_geo
თამარ ჟამურაშვილი: ეს კაცი, გერმანელი რომ იყოს, გააფეტიშებდნენ, იმდენს აქებდნენ
- +

15 სექტემბერი. 2021. 12:36

 

 

ექიმი-პულმონოლოგი, თამარ ჟამურაშვილი Met Gala 2021-სა და ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ტრიუმფს გამოეხმაურა.

 

„ვაღიარებ, დღემდე არ ვიცოდი ვინ იყო დემნა გვასალია. ისეთი აჟიოტაჟია სოც ქსელში, იძულებული გავხდი გამერკვია. გულით გამიხარდა და თან გაკვირვებული არა, გაოგნებული დავრჩი კომენტარებით. ამდენი ნეგატიური და ბოღმით

 

სავსე განწყობა საიდან მოდის?! რამდენი ქართველი აღწევს კი მაგრამ ასეთ წარმატებას?

 

ეს კაცი, გერმანელი რომ იყოს, გააფეტიშებდნენ იმდენს აქებდნენ. იცით რატომ? თითოეული ასეთი ადამიანის წარმატება ქვეყნისა და ერის წარმატებაა!

 

ჩვენი უფლებაა მოგვეწონოს ან არა, მაგრამ ერთ-ერთი ქართველის მართლაც და საოცარი წარმატება მის სფეროში გაგვიხარდეს და მივულოცოთ არ შეიძლება?!

 

ეს წვეულება “სალხინოში” გადახდილი დაბადების დღე არ არის. დიახ, იქ რაც უფრო ექსტრავაგანტული და თვალში საცემია სამოსი, მით უფრო ფასობს.

 

P.S: რა გაგიკვირდათ, წელიწადზე მეტია მედპერსონალი ასე დავდივართ“,- წერს ჟამურაშვილი.

big_banner
არქივი