logo_geo
მეგობრების სულისშემძვრელი პოსტები სასტიკად მოკლულ 22 წლის ბიჭზე
- +

16 სექტემბერი. 2021. 18:47

 

 

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ახალგაზრდა ბიჭს ვერაზე უცნობმა პიროვნებამ 8 ტყვია ესროლა.

 

მომხდარს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები ეხმაურებიან:

 

ნინო ზამბახიძე:

 

„ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-თქო. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს“

 

ხათუნა მაღლაკელიძე:

 

„1999 წელი იყო განსაკუთრებული დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო…გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი… რომ ვეუბნებოდი ამას, იცინოდა, გაჩერდიო… 22 წლის ნიკო აღარ გვყავს… მარტო ჩვენ არა, მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი! გამთენიისას გარდაიცვალა 9 ტყვიით! რა გითხრათ, მე მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად და არ ვიცი ამ დამპალ ქვეყანას როგორ ვანდო ჩემი შვილის ცხოვრება!! ან თქვენ როგორ უნდა იყოთ მშვიდად აქ, არ მესმის!!!“

 

 

big_banner
არქივი