logo_geo
ლევან რატიანი: კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების
- +

17 სექტემბერი. 2021. 14:55

 

ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების.

 

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„იმედია, მალე დავამარცხებთ პანდემიას! მალე ჩამოყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი! ამის საფუძველი ბიოლოგიის კანონია, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს! იმუნიტეტი პოპულაციური ჩამოყალიბების ფაქტორებია: გადატანილი ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნური სტატუსი და უსაფრთხო ვაქცინაცია! ამის დასტური სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ 19 და გამოჯანმრთელდნენ, 7-8 თვე და შესაძლებელია ათწლეულები ან მთელი ცხოვრების მანძილზეც კი ინარჩუნებდნენ მყარ იმუნიტეტს SARS-CoV-2 ის მიმართ.

 

დაავადების შედეგად გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა გარკვეული თვეების გასვლის შემდეგ შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს, მაგრამ T და B უჯრედები იმახსოვრებენ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარმოქმნიან ახალ ანტისხეულებს ორგანიზმს თუ კვლავ შეხება მოუხდა ამ ვირუსთან. ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების. მეცნიერების თქმით, „Pfizer-BioNTech“-ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6-ჯერ მაღალი იყო ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა. ის ფაქტი, რომ კოვიდგადატანილების აცრის შემდეგ მათი ანტისხეულების რაოდენობა გაიზრდება, ამას დიდი მტკიცება და ექსპერიმენტი არ სჭირდება, მაგრამ ამ გზით გაზრდილი ანტისხეულების რაოდენობა არანაირ კლინიკურ სარგებელს არ იძლევა და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს რისკისა და სარგებლის თანაფარდობა! ვაქცინაციას მასიურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა! ვაქცინაცია მედიცინის მონაპოვარია! მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! ფაქტი ერთია, მთავარია პოპულაციური იმუნური სტატუსის ჩამოყალიბება, რაც სუმარული ჯამია პოსტ-ინფექციის და ვაქცინაციის! მყარი იმუნიტეტი პოსტინფექციურ ადამიანებში, როგორ ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია, გვეუბნება არის გატანილებში + ერთჯერადი ვაქცინაცია! არა ქაოსს! სიმშვიდით, სიყვარულით და გვერდში დგომით გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ! აუცილებლად გადავრჩებით“, – წერს ლევან რატიანი.

big_banner
არქივი