ხელოვანთა ცნობილი წყვილი, გივი და თინა გაჩეჩილაძეები, უკვე 42 წელია, ერთად არიან. შვილებმა, მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ და მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ, მშობლებს ეს თარიღი საჯაროდ მიულოცეს.
„ვულოცავ ქორწინების იუბილეს საუკეთესო ადამიანებს მსოფლიოში!... გილოცავთ, 42 წელი ერთად“, - დაწერეს დებმა გაჩეჩილაძეებმა სოციალურ ქსელში.