logo_geo
გიორგი კეკელიძე: ერთმანეთს სწორედ ასეთი გემებით დავუბრუნდებით ჩვენ და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები
- +

22 სექტემბერი. 2021. 15:35

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

 

„ეს განმუხურის სანაპიროა. აქ ერთ წელიწადში გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება.   ბესიკ არახამიასა და ზუგდიდელ ბიბლიოთეკართა გუნდთან ერთად ჩვენც შევიტანთ მცირე წვლილს - თავდაპირველად გემბანი-სამკითხველო იგეგმება, რომელსაც კარცერ-ლუქს-კაიუტები მოჰყვება. ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება, რომელიც შესანიშნავი ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება.

ეს გემი ნაპირზე დგას, მაგრამ ყველაზე დიდ მანძილს გაივლის და ერთმანეთს სწორედ ასეთი გემებით დავუბრუნდებით ჩვენ და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები - წიგნისა და განათლების“,- წერს კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი