logo_geo
ნანა გეგეჭკორი: ეს წესი ვრცელდება მხოლოდ „Pfizer“-ის ვაქცინაზე
- +

23 სექტემბერი. 2021. 12:51

 

„FDA-მ დღეს დაამტკიცა მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზა „Pfizer“-ით ვაქცინირებული პოპულაციის ნაწილისთვის. ბუსტერ დოზა დამტკიცდა გადაუდებელი ავტორიზაციის სტატუსით“, – ამის შესახებ ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს.

 

„მესამე დოზის მიღება შესაძლებელია სრულად ვაქცინირებიდან 6 თვის შემდგომ, შემდეგი ჯგუფებისთვის:  65 წელს გადაცილებულებს, 18-65 წლის ფარგლებში კოვიდ-19-ის მძიმე ფორმებით ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს. 18-65 წლის ასაკის ადამიანებს, ვისაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის შემცველ გარემოში უწევთ ყოფნა.

 

P.S. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ „Pfizer“-ის ვაქცინაზე. ავტორიზაციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ამ კონკრეტული ვაქცინის აპლიკაცია. ეს წესი ჯერჯერობით, არ ვრცელდება არცერთ სხვა ვაქცინაზე და არც სხვა ვაქცინებით აცრილ ადამიანებში ბუსტერ დოზად „Pfizer“-ის გამოყენებაზე“, – ვკითხულობთ გეგეჭკორის ფეისბუქ-პოსტში.

big_banner
არქივი