logo_geo
ვლადიმერ ბოჟაძე: ნიკანორ მელია ჯერ კახა კალაძესთან დებატებს გაექცა კურდღელივით, მერე ირაკლი კობახიძეს პროვოკაცია მოუწყო და სოროში დაიმალა
- +

23 სექტემბერი. 2021. 19:24

 

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიას მხრიდან, დაგეგმილ პროვოკაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ მელია ქართველ ხალხს ვერსად დაემალება.

 

„ნიკანორ მელია ჯერ კახა კალაძესთან დებატებს გაექცა კურდღელივით, მერე ირაკლი კობახიძეს პროვოკაცია მოუწყო და ევროკავშირის ოფისში, როგორც სოროში ისე დაიმალა, დაიმალა სანამ ახალგაზრდებს შემდგომი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით დაშლისკენ არ მოუწოდეს„ქართული ოცნების“ ლიდერებმა. ასეა ნიკანორ, ქართველ ხალხს ვერსად ვერც დაემალები და ვერც გაექცევი!“, - წერს სოციალურ ქსელში ვლადიმერ ბოჟაძე.

 

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

big_banner
არქივი