logo_geo
მაია კახიძე: მოგმართავთ ყველას!
- +

28 ნოემბერი. 2016. 17:53



ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


 

ძვირფასო მეგობრებო! კოლეგებო! მოგმართავთ ყველას!

 

მაქვს პატივი, ქალთა საბჭოსთან ერთად ერთი ძალიან კარგი საქმის ორგანიზატორი ვიყო. საქმე ის გახლავთ, რომ, არც მეტი - არც ნაკლები, თუკი შეძლებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ

ნამდვილად შეძლებთ, შევეცადოთ და ვისაც რა შეგვიძლია, საკუთარი ბიბლიოთეკიდან, საავტორო თუ სხვა, შევაგროვოთ წიგნები ჩვენი თანამემამულეთათვის და გავუგზავნოთ გულის გასახარად და სულის მალამოდ. ჩვენი ემიგრანტებისთვის ეს ძალზე საშური ამბავია. ქალთა საბჭოს უკვე 12 ქვეყნაში ჰყავს წარმომადგენლობა. ამ ქვეყნებს და ქალაქებს დაემატა: ბერლინი, ნიუ-იორკი, სალონიკი, ჰოლანდია, ფილადელფია, ისრაელი, პოზნანი, სტოკჰოლმი, ნორვეგია...

 

როგორც ჩანს, ბიბლიოთეკის გახსნის მსურველთა სია მომავალში ნამდვილად გაიზრდება.

 

ასე რომ, გადახედ-გადმოხედეთ თქვენს წიგნებს და თუკი სურვილი გაგიჩნდებათ, თუკი შეელევით, თუკი წარმოიდგენთ, როგორ ელოდებიან ჩვენი ემიგრანტები ამ ნობათს, მაშინ, როგორც კი მოახერხებთ, წიგნები მოიტანეთ ამ მისამართზე: მიცკევიჩის 29-ა, დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრი.

 

ჩემო საყვარელო მეგობრებო! ახლობლებო! მე გთხოვთ ამას!

 

ერთად ვაკეთოთ სიკეთე!" - წერს მაია კახიძე სოციალურ ქსელში. 


 

big_banner
არქივი