logo_geo
რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია
- +

30 სექტემბერი. 2021. 15:59

 

 

ლელა კაკულია, რომელიც თავს ქართველ წინასწარმეტყველს უწოდებს, თავის ოფიციალურ გვერდზე ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, როგორც ირწმუნება, ამ შესაძლო მოვლენების შესახებ ჩანაწერები მიმდინარე წელს გააკეთა.

 

„2021 წელი, 22 სექტემბერი, ურეკი

 

ვხედავ, ინდოეთში მოხდება ატომური გაჟონვა, რომელსაც მძიმე შედეგები ექნება. ამას პაკისტანს დააბრალებენ. საერთოდ პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაპირისპირებები არასდროს დამთავრდება. მინდა ვთქვა, რომ ეს გაჟონვა ჰგავს იმას, რაც იაპონიის ფუკუშიმაზე მოხდა.

 

ვხედავ, იღვიძებს ვულკანები — ყველგან, რაც წარსულშიც ვიწინასწარმეტყველე. ეს იქნება საოცრება, მაგრამ საქართველოს არაფერი ემუქრება. ვულკანური ამოფრქვევა იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ასობით წლის წინ მოხდა და ეს საუკუნეებში ერთხელ მეორდება.

 

საქართველოში კი ვხედავ, რომ წინა პლანზე წამოვიდა უკვე ქუჩა. არც „ოცნებაა“ მომართული იმისთვის, რომ პოლიტიკურად იბრძოლოს და ასე ვთქვათ, თავის სიმაღლეზე იდგეს. ნიღაბი აეხდება ყველას. დაავიწყდებათ პოლიტიკა, ხალხი, ყველაფერს ფეხებზე იკიდებენ და გაიმართება ნამდვილი ბრძოლა. ამ ჯახში გამარჯვების შანსი აქვს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომელიც ევროპულ სახლს შეემატება. იქნება კოალიციური მთავრობა, ქვეყნის მოწყობა მსგავსი ისრაელისა, მსგავსი შვეიცარიისა და ეს ჩემი წინასწარმეტყველებების ასრულებაა. მილიარდი პროცენტით ყველაფერი იქნება ისე, როგორც დავწერე 20 წლის წინ.

 

ვხედავ, რუსული ძალა არ არის ის ძალა, რომელიც საქართველოს დააჩოქებს. რუსეთი თვითონაა გადატეხილი ხერხემალში, წინ ომები ელის და საქართველოს სულ გადაავიწყდება.

 

ამ წუთას ვხედავ, რომ რუსები უკრაინას, ასე ვთქვათ, ხაფანგს დაუგებენ. ატომური გაჟონვა დავარქვა თუ სხვა რამ, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ჰგავს ვირუსებს. ეს ქიმიური იარაღია! მაგრამ რუსეთს არაფერი არ გამოუვა. საქმეში დასავლეთი ჩაერევა და ატყდება დიდი ამბავი. უფრო მეტიც, ვხედავ, რუსეთს საკუთარ სახლში აუფეთქდება ეს ქიმიური იარაღი.

 

ისევ ვხედავ ლაპარაკებს ნატო-სთან დაკავშირებით. უკრაინაც და საქართველოც აუცილებლად შედიან ნატო-ში. დღეს რაც ხდება, ეს ყველაფერი დროებითია.

 

საერთოდ ყველაფერი დროებითია, მათ შორის ისიც, რაც საქართველოში ხდება. ხოლო რაც დღეს ხდება ქართულ პოლიტიკაში — ეს არის საქართველოს წაშლა რუკიდან, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან შადიმანები. ერთი ეცადონ, ეცადონ, მაგასაც ვნახავ, რაც გამოუვათ. უზარმაზარ დარტყმას მიიღებენ კოსმოსიდან — აი ეს გამოუვათ.

 

2021 წელი, 23 სექტემბერი, ურეკი

 

ვხედავ, ევროკავშირის მოთხოვნას, ჰყავდეს ერთიანი შეიარაღებული ძალები, დადებითი მხარე აქვს, ვინაიდან ეს რუსეთს დაარტყამს. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, ბევრი დაეთანხმება ამ წინადადებას, იმიტომ რომ მსოფლიო პოლიტიკა ძალიან არეულია, ბევრი რამ ვერ ლაგდება, რასაც დალაგება სჭირდება, ამერიკა კი თავისას უბერავს. ეს ევროპული შეიარაღებული ძალები, რომლებიც კანონიერად მიიღებს სტატუსს და ასე ვთქვათ, ნატო-ს ტერიტორიაზე განთავსდება, ფაქტობრივად ნატო-ს წაეხმარება, ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა და ევროპას მოაძლიერებს.

 

ნატო-ში კარგად ხვდებიან, რომ ევროკავშირის ეს შეთავაზება არის მათი გადამრჩენელი. ალიანსი ამ წინადადებას დაეთანხმება, თუმცა ჯერ არა — ჯერ „ომებს“ გაუმართავენ ერთმანეთს (ანუ იდავებენ), მაგრამ მერე მოხდება ისეთი მოვლენები, რაც მიახვედრებს მათ, რომ „ევროპული ნატოს“ შექმნა უბრალოდ საჭირო კი არა, აუცილებლად საჭიროა. ეს არის მშვენიერი დაცვა — ორმაგი დაცვა. ამით ნატო არაფერს არ კარგავს — პირიქით. ეს ყველაფერი რუსეთს ძალიან გააღიზიანებს, მაგრამ ხელ-ფეხი მოეჭრება...", - წერს ლელა კაკულია.

 

 

big_banner
არქივი