logo_geo
გიორგი ფოფხაძე: პუტინი გვინიშნავს პრეზიდენტს საფრანგეთში, ხალხო!..
- +

28 ნოემბერი. 2016. 18:56



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის მიერ ჩარატებულ საჯარო „პრაიმერში" გამარჯვებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი გახდა, რომელმაც დამაჯერებლად მოუგო კონკურენტ ალან ჟუპეს და ოფიციალურად გახდა „რესპუბლიკური" პარტიის კანდიდატი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ ვინც არ უნდა დააყენოს კანდიდატად მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, ძირითადი ბრძოლა მაინც მემარჯვენე ფიონსა და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს შორის გაიმართება... ფიონიც და ლე პენიც რუსეთის დიქტატორის საუკეთესო მეგობრები არიან.... პუტინი გვინიშნავს პრეზიდენტს საფრანგეთში, ხალხო", - წერს გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში. 


 

big_banner
არქივი