logo_geo
სოფო ბათილაშვილი: დაე, ვიცინოთ და ვაბულინგოთ, ვისზეც ხელი მიგვიწვდება
- +

6 ოქტომბერი. 2021. 17:29

 

 

მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა, „მთავარ არხზე“ სტუმრად მყოფ მოცეკვავეს, რომელიც სოციალურ ქსელში დააბულინგეს, მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

„გვანცა პროფესიონალი მოცეკვავეა და თან სიყვარულით რომ აგავსებს, ეგეთი ადამიანია.

 

ვიღაცას რომ რამე უბედურება მოუვა, მერე რომ გვემართება გაცისკროვნება და გაკეთილშობილება, ეგ ძაან კაი ზღაპარია. ნიანგის ცრემლების ღვრა გვიყვარს, ვგიჟდებით, მაგრამ თუ ცოცხალია, უნდა ვახოხიალოთ ბოლომდე ყველა.

 

დაე ვიცინოთ და ვაბულინგოთ, ვისზეც ხელი მიგვიწვდება, მაინც ეგეთი ნიჭიერებით სხვა არაფერში ვუქნივართ ქვეყნიერებას“, - წერს სოფო ბათილაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი