logo_geo
ინგა გრიგოლია: ჩემი ბიჭი მომიკვდა...
- +

6 ოქტომბერი. 2021. 18:48

 

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას საყვარელი ძაღლი, „ბობო“, დილით საწოლთან მკვდარი დახვდა.

 

„ჩემი ბიჭი მომიკვდა. ყველაზე ძალიან ვინც მიყვარდა. ყველაზე უბედური ვარ მთელ დედამიწაზე.

 

ცისარტყელაზე წავიდა თუ სადმე სხვაგან, არ ვიცი, მაგრამ მის გარეშე რომ ერთი დღე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, ეგ ნამდვილად ვიცი.

 

არ ვიცი, რა სჭირდა, ფეხები მოწყდა ბოლო დროს, ძლივს დადიოდა და ვერაფერი გაუგეს ექიმებმა... დილით დამხვდა გაყინული, ჩემი საწოლის გვერდით. ვერასოდეს გადავიტან ამას“, - წერს ინგა გრიგოლია.

 

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი