logo_geo
გიორგი კეკელიძე: ესეც გაივლის...
- +

7 ოქტომბერი. 2021. 15:38

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიაზე წერს, რომელიც თავს გაკვეთილის ჩატარების პერიოდში გადახდა.

 

„შარშან გაკვეთილს ვატარებდი პატარებთან. სიტყვამ მოიტანა და ერთი ლეგენდა გავიხსენეთ სოლომონ ბრძენის, რომელსაც ბეჭედზე ეწერა: „ესეც გაივლის". რთულ დროს რომ დახედავდა ხოლმე. უფრო უკეთ რომ გითხრათ, მანამდე ვისაუბრეთ ამ ამბავზე და რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიკითხე, აბა, ვის გახსოვთ-მეთქი. მეო! - იყვირა ერთმა გურულმა გოგონამ, ძალიან ნიჭიერმა და ძალიან ცელქმა.

 

შევატყვე, ზუსტად არ ახსოვდა, მაგრამ მაინც „არ დავინდე“. ცოტა შეყოყმანდა და მიპასუხა: „რა ეწერა და ქორწილამდე მოგირჩებაო!“.

 

დღეს მისი უმცროსი და - ცხადია, ასევე გურული, ასევე ნიჭიერი და კიდევ უფრო ცელქი არანაკლებ ოსტატურად გამოძვრა. ოცამდე სიტყვა დავწერე დაფაზე, ერთმანეთთან რთულად დასაკავშირებელი - პატარა ამბავი ამიგეთ-მეთქი.

 

ორ წუთში მომიტანა. რა ხერხით და როგორ მოახერხა, არ გაგიმხელთ. ოდესმე მოკლედ და ოსტატურად წერის მაგალითებზე თუ დავწერ, „მოვიპარავ“ და იქ გამოვიყენებ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

right_banner big_banner
არქივი