logo_geo
ინგა გრიგოლია: ეს ყოფილა ჯოჯოხეთი, როცა თენდება, თვალს ახელ, გგონია, შემოპაკუნდება და არ მოდის...
- +

7 ოქტომბერი. 2021. 17:09

 

გუშინ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საყვარელი ძაღლი, „ბობო“ მოუკვდა.

 

დღეს ის მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან ცუდად გრძნობს თავს და არ იცის, ეყოფა თუ არა ძალა, წაიყვანოს პირდაპირი ეთერი.

 

„დღეს გადაცემა მაქვს და ამ წუთსაც არ ვიცი, როგორ უნდა წავიყვანო.

 

თუ მოვახერხებ, საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ ადამიანი უფრო დიდი ცხოველია, ვიდრე ძაღლი (რაშიც აქამდეც არ მეპარებოდა ეჭვი).

 

ეს ყოფილა ჯოჯოხეთი, როცა თენდება, თვალს ახელ, გგონია, შემოპაკუნდება და არ მოდის...“ - წერს ჟურნალისტი.

 

 

big_banner
არქივი