logo_geo
მაია კახიძე: სამწუხაროდ, ვახტანგ კიკაბიძის მეუღლე, ირინა ქებაძე გარდაიცვალა
- +

12 ოქტომბერი. 2021. 10:55

 

„სამწუხაროდ, ვახტანგ კიკაბიძის მეუღლე, ირინა ქებაძე გარდაიცვალა“, - ამის შესახებ პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ქალბატონი ირინა ძალიან კი არა, ძალიან, ძალიან უყვარდა ბატონ ვახტანგს. არაერთხელ უთქვამს პირადად ჩემთვის და დამიწერია კიდეც ამის შესახებ. 55 წელი იცხოვრეს ერთად. 1965 წელს დაქორწინდნენ, შეეძინათ ერთი ვაჟი კონსტანტინე და გურამ საღარაძის შვილი, მარინა საკუთარი შვილივით გაზარდა ბუბამ. დიდი ოჯახით მოვიდნენ დღემდე და დღეს კი დედაბოძი გამოეცალა მათ ოჯახს. როგორ გადაიტანს ბატონი ვახტანგი ამ ამბავს, მიჭირს რამის თქმა. სხვათა შორის, ისიც მითხრა, - ტყუილია, გურამ საღარაძისთვის ცოლი არ წამირთმევია, გაშორდნენ და ირინა მერე მოვიყვანე ცოლადო...

 

ბატონო ვახტანგ! ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს, გითანაგრძნობთ ყველას! უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი უთბილეს ქალბატონ ირინას.

 

გამძლეობას გისურვებთ! როგორ მიყვარდა თქვენთან სტუმრობა, მისი გახარებული ულამაზესი ყვავილები... ვიცი, რა ტკივილიანი იქნება მის გარეშე თქვენი ცხოვრება...“- წერს მაია კახიძე.

 

 

right_banner big_banner
არქივი