logo_geo
ია ფარულავა: არ დაიჯეროთ, რომ კოდუა ცოლს ოდესმე მიატოვებს
- +

23 ოქტომბერი. 2021. 00:31

 

 

 

 

ია ფარულავა ალექსანდრა პაიჭაძის და დავით კოდუას შორის ცოტა ხნის წინ გამჟღავნებულ რომანს გამოეხმაურა.

 

მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ბიზნესმენ მარიამ კუკუნაშვილის „ფეისბუქის“ პოსტს ეხმაურება და წერს, რომ დავით კოდუას შუახნის კრიზისი აქვს და ის არასდროს მიატოვებს ცოლს.

 

„არ დაიჯეროთ, ხალხო, არავინ, რომ დათო ოდესმე მიატოვებს ნათიას. რაც არ უნდა მოხდეს. ძალიან ძლიერი ფესვები აქვს მათ სიყვარულს და ოჯახს, ხოდა ვაპატიოთ ახლა დათოს Mildlife crisis. ბოდიში კომენტარებს ვერ და არ ვუპასუხებ. მეზარება", – დაწერა ია ფარულავამ.

 

მარიამ კუკუნაშვილი წერდა, რომ ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ, სიყვარულს არ უნდა უნგრევდნენ, ქალების მოტყუებას და ძალადობას არ უნდა ახალისებდნენ. მახინჯი ხარ და სარკეში ჩაიხედეო, არ უნდა ეუბნებოდნენ.

 

„შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ? გულისამრევი ხარ შენ კოდუა. გულისამრევი მოძალადე ბაბულიკა ყ**. და არცერთი თავმოყვარე ქალი გამარჯობასაც არ უნდა გეუბნებოდეს არაფრის ფასად", – დაწერა მარიამ კუკუნაშვილმა.

 

რამდენიმე დღის წინ ალექსანდრა პაიჭაძემ ბიზნესმენ დათო კოდუასთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მასთან ურთიერთობაში 2019 წლის აგვისტოდან იმყოფება. მოდელმა მოგვიანებით ფოტოები წაშალა.

 

კოდუა ბევრი წელია ნათია გედევანიშვილზეა დაქორწინებული, ჰყავს ოთხი შვილი და, როგორც მისი მეუღლის სოციალური ქსელის აქტივობებიდან ჩანს, ამ ზაფხულს ერთადაც იმყოფებოდნენ დასასვენებლად ესპანეთში.

 

 

 

 

big_banner
არქივი