logo_geo
თემურ თათარაშვილი: თუ არა კახა კალაძე, სხვა ვინ უნდა იყოს თბილისის მერი?
- +

28 ოქტომბერი. 2021. 14:18

 

 

 

მომღერალ თემურ თათარაშვილის განცხადებით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი და მშვიდი ცხოვრება დაიწყოს საზოგადოებამ.

 

მისი თქმით, ძალიან ბედნიერია, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე ამდენი ადამიანი მივიდა.

 

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენი ადამიანი მოვიდა. სტაბილურობა გვჭირდება. მე მოვედი, რომ დავასრულოთ მართლაც მკაცრი რეჟიმი და დავიწყოთ ჩვეულებრივი ცხოვრება.

 

თუ არა კახა კალაძე, სხვა ვინ უნდა იყოს თბილისის მერი? 55 წლის ვარ და ასეთი კარგი მერი მე არ მახსოვს“, – განაცხადა თემურ თათარაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი