logo_geo
გიორგი ფხაკაძე: ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარული!
- +

10 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში იაპონიის მაგალითზე წერს, რომ კორონავირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია იქ, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია და რეგულაციებს იცავენ.

 

"იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით 0 სიკვდილიანობა. დიახ, არ გეშლებათ, არავინ გარდაიცვალა. 126 მილიონიან ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა კოვიდისგან დღეს!

 

როგორ? - მარტივად … მოსახლეობის 76% არის სრულად აცრილი (ფაიზერი/მოდერნა და თავიდან ასტრაზენეკაც ჰქონდათ), ასევე პირბადის ტარება არის სავალდებულო ყველგან და სოციალური დისტანცია არის ნორმა.

 

ყველა მითს, ზღაპარს, ანტივაქსერულ-რუსი ოკუპანტების ნარატივს იქნებ თავი დავანებოთ!

 

ვულოცავ იაპონიას და იაპონელ ხალხს. ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარული!

 

დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი