logo_geo
გიორგი პაპიაშვილი: პაციენტის თავისუფლად მკურნალობის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს - გორის ჰოსპიტალში ის კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელშია
- +

21 ნოემბერი. 2021. 16:00

 

 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, გიორგი პაპიაშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ პაციენტის თავისუფლად მკურნალობის სამედიცინო საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობს.

 

„მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას, გუშინ, ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენისა და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც, მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის უნარი შესწევთ“, - წერს გიორგი პაპიაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი